ავტორი:

"ვინმეს რომ სარაკეტო თავდასხმა დალასში ან დრეზდენში მოეწყო, რა დაერქმეოდა, ტერორიზმი არა?" - ზელენსკის მიმართვა

"ვინმეს რომ სარაკეტო თავდასხმა დალასში ან დრეზდენში მოეწყო, რა დაერქმეოდა, ტერორიზმი არა?" - ზელენსკის მიმართვა

ამ დღემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა იქნას აღიარებული ტერორისტულ სახელმწიფოდ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც ვინიცაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო არ წარმოადგენს ისეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორიც რუსეთი.

„მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო არ აძლევს თავს უფლებას ყოველდღე გაანადგუროს მშვიდობიანი ქალაქები და ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება ფრთოსანი რაკეტებით და არტილერიით“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათ წლამდე ასაკის სამი ბავშვი და ეს, ჯერჯერობით, საბოლოო რიცხვი არ არის, რადგან ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს.

„ვინმეს რომ სარაკეტო თავდასხმა, ღმერთმა ნუ ქნას და, დალასში ან დრეზდენში მოეწყო, რა დაერქმეოდა, ტერორიზმი არა? ტერორი ვირუსია და თუ რომელიმე ტერორისტი დაუსჯელი დარჩება, ეს მხოლოდ ამხნევებს სხვებს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აბსოლუტურად აუცილებელია, რაც შეიძლება მალე დაინერგოს ისეთი შეზღუდვები რუსული ენერგოექსპორტის წინააღმდეგ, რომელიც ტერორისტებს არ მისცემს საშუალებას დაფარონ თავიანთი ხარჯები საერთაშორისო საზოგადოების ხარჯზე.