ავტორი:

"4 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხოლო მისი დედა კრიტიკულ მდგომარეობაშია" - უკრაინული მედია მსხვერპლზე, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ ვინიცას დაბომბვას მოჰყვა

"4 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხოლო მისი დედა კრიტიკულ მდგომარეობაშია" - უკრაინული მედია მსხვერპლზე, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ ვინიცას დაბომბვას მოჰყვა

14 აპრილს, უკრაინის ქალაქ ვინიცას ცენტრში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, სამი ბავშვი.

სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებისთვის 90-მა ადამიანმა მიმართა.

გარდაცვლილებს შორისაა 4 წლის გოგონა, ლიზა, ხოლო მისი დედა, ირინა, კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"სარაკეტო თავდასხმამდე ერთი საათით ადრე ირინამ "ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ის და მისი ქალიშვილი თერაპევტთან მიდიოდნენ. ირინა და ლიზა მისმა მეგობრებმა ტანსაცმლით იცნეს", - წერს უკრაინული მედია.