ავტორი:

"ჩვენი ენა ცოცხალია, თუმცა უკვე გაქრობის პირასაა" - უნიკალური ეთნიკური ჯგუფი კახეთში, რომელთა შესახებ არავინ არაფერი იცის

"ჩვენი ენა ცოცხალია, თუმცა უკვე გაქრობის პირასაა" - უნიკალური ეთნიკური ჯგუფი კახეთში, რომელთა შესახებ არავინ არაფერი იცის

თბილისიდან 60 კილომეტრში, საგარეჯოს სოფელ გომბორში საუკუნეზე მეტია ცხოვრობს უნიკალური ხალხი, რომლებიც თავს ლაიჯებს უწოდებენ. ენათმეცნიერთა ვიწრო წრის გარდა საქართველოში თათურ-ლაიჯური ეთნიკური ჯგუფის არსებობა საზოგადოებისთვის თითქმის უცნობია.

ლაიჯები საქართველოში უკვე 100 წელიწადზე მეტია, ცხოვრობენ. დღესდღეობით მათგან დაახლოებით 150-მდე ადამიანი დარჩა. ისინი საკუთარ ენაზე ლაპარაკობენ და თავს ლაიჯებს უწოდებენ.

ამგვარი ეთნონიმის ხალხის არსებობა არსად არ დასტურდება. თავიდან მათ თათრებს ეძახდნენ, 1939 წლის საყოველთაო აღწერის შემდეგ კი ისინი აზერბაიჯანელებს მიათვალეს.

“მაგრამ ჩვენ თავს აზერბაიჯანლებად არ მივიჩნევთ. ჩვენი ენა ჯერაც ცოცხალია, თუმცა უკვე გაქრობის პირასაა. სულ უფრო ცოტა ვხდებით, მალე ამ ენაზე მოლაპარაკე აღარავინ დარჩება. რასაკვირველია, კარგი იქნებოდა ჩვენი ეთნიკური ჯგუფის ოფიციალურად დარეგისტრირება, მაგრამ ვინ შეიძლება ამით დაინტერესდეს?“ – დაახლოებით ასეთი იყო იმ საუბრის საერთო აზრი, რომელიც საქართველოს კახეთის რეგიონის სოფელ გომბორში ჩასვლისას ადგილობრივ მოსახლეებთან მქონდა.

სოფელი, სადაც ლაიჯები ცხოვრობენ, გომბორის უღელტეხილზე მდებარეობს. სოფელი საკმაოდ მაღლა მდებარეობს – ზღვის დონიდან 1,130 მეტრზე, და გარშემო ხშირი ტყე აკრავს. სწორედ ტყე იქცა არჩევანის განმსაზღვრელ ფაქტორად ლაიჯების იმ პირველი ჯგუფისთვის, რომელიც მაშინდელი ბაქოს გუბერნიიდან საქართველოში ჩავიდა. მათ სოფელს იქ ლაჰიჯი ეწოდებოდა, დღევანდელი აზერბაიჯანის ისმაილის რაიონი.განაგრძეთ კითხვა