ავტორი:

აჭარის საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები ტურიზმის კუთხით იმერეთის გამოცდილებას გაეცნენ

აჭარის საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები ტურიზმის კუთხით იმერეთის გამოცდილებას გაეცნენ

აჭარის საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები იმერეთის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნენ. თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებზე დასწრების პარალელურად სასწავლო ტურის მონაწილეები იმერეთის ძირითად ტურისტულ ობიექტებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს სტუმრობდნენ, სადაც მათ იმერული სამზარეულოს გამორჩეული კერძების მომზადების მასტერკლასები ჩაუტარდათ.

პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და დმო იმერეთის ორგანიზებით გაიმართა. რამდენიმედღიანი ინტენსიური ტრენინგების მიზანი აჭარის საოჯახო-სასტუმროების წარმომადგენლებისთვის იმერეთის წარმატებული ტურისტული მაგალითების გაცნობა და მათი გამოცდილების გაზიარება იყო.

ბოლო წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით 100-მდე გიდის, საოჯახო-სასტუმრო სახლისა და მარნის მეპატრონის გადამზადება შეძლო. გამოცდილების გაზიარების მიზნით მათი ნაწილი კახეთს, ნაწილი კი იმერეთს სტუმრობდა.

NS