ავტორი:

რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები 492.2%-ით გაიზარდა და 230 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა

რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები 492.2%-ით გაიზარდა და 230 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა

2022 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები 492.2%-ით გაიზარდა. უნდა ითქვას, რომ ყველაზე მეტი გზავნილი სწორედ რუსეთიდან გადმოირიცხა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 231,438 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი - 39,081 მლნ აშშ დოლარი იყო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თვიურ ჭრილში რუსეთიდან გზავნილები შემცირებულია. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხამ 313,902 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ნახეთ ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წელის ივნისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა "ბიზნესპრესნიუსზე"