ავტორი:

"მითხრა, რომ "თუ არ შეეშვებით ამა და ამ ადამიანს, ცუდად დავამთავრებ!" - ჟურნალისტი ზეწოლაზე საუბრობს

"მითხრა, რომ "თუ არ შეეშვებით ამა და ამ ადამიანს, ცუდად დავამთავრებ!" - ჟურნალისტი ზეწოლაზე საუბრობს

გაზეთ "კვირის პალიტრის" და ambebi.ge-ს ჟურნალისტი რუსუდან შაიშმელაშვილი მასზე ზეწოლის მცდელობის თაობაზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"მე ჟურნალისტი და კინოდოკუმენტალისტი რუსუდან შაიშმელაშვილი, უკვე წლებია ვიკვლევ ერთ-ერთ ისტორიულ თემას, რომელიც შეეხება ერთი საუკუნის წინ, რაზიკაშვილების დიდ საგვარეულოში და ჩარგალში დატრიალებულ ტრაგედიას! ერთ-ერთი პიროვნების შთამომავლებს, რომელიც საკმაოდ ნეგატიურად იკვეთება ამ ისტორიაში, როგორც ჩანს, ეს ძალიან არ მოსწონთ. დღეს, 15 ივლისს, დაახლოებით 14 საათსა და 15 წუთზე, პეკინის ქუჩა 35 ნომერთან, უცნობმა პირმა, რომელიც შავებში იყო ჩაცმული, ხელით შემაჩერა და როდესაც ვკითხე ვინ იყო და რა უნდოდა, მითხრა, რომ "თუ არ შეეშვებით ამა და ამ ადამიანს, (სახელს დავასახელებ გამოძიების პროცესში) ცუდად დავამთავრებ!"

ეს არის პირდაპირი ტერორი ჟურნალისტზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და მუქარა. კატეგორიულად მოვითხოვ მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა დაცული იყოს ჩემი და ზოგადად, ჟურნალისტური საქმიანობის უსაფრთხოება და ხელშეუხლებლობა საქართველოში!!!! შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia".

  • რუსუდან შაიშმელაშვილმა უკვე მიმართა სამართალდამცავებს, ვიმედოვნებთ, რომ სწრაფად მოხდება ვითარებაში გარკვევა და ჟურნალისტზე ზეწოლის მცდელობა აღარ განმეორდება.