გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, გოგაშვილის დაკავების ოპერაცია მის საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით ჩატარდა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
"ინტერპრესნიუსი" დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს, ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
იხილეთ ასევე: