ავტორი:

"ყველაზე უბედური ვარ... ივანიშვილისა და "ოცნების" დავალებით ჩემს სახლში იარაღებით შევარდნენ, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა" - რას წერს გოგაშვილის შვილი?

"ყველაზე უბედური ვარ... ივანიშვილისა და "ოცნების" დავალებით ჩემს სახლში იარაღებით შევარდნენ, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა" - რას წერს გოგაშვილის შვილი?

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ქალიშვილი ნინი გოგაშვილი მათ ოჯახში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე წერს, რა დროსაც არსებული ინფორმაციით, სოსო გოგაშვილი დააკავეს.

"ყველაზე უბედური ადამიანი ვარ ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემი ოჯახის გვერდით არ ვიყავი, როცა ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების დავალებით ჩემს სახლში შევარდნენ იარაღებით, შეაშინეს ჩემი 10 წლის ძმა, დედაჩემი…. და სოციალური ქსელიდან ვნახულობ დედაჩემის ვიდეოს როგორ ყვირის რომ არ ესროლონ... ღმერთს ვთხოვ, ჩემს ოჯახს ძალა მისცეს და თქვენ რომ პასუხს აგებთ აუცილებლად, ამაში ეჭვი არ მეპარება!" - წერს ნინი გოგაშვილი, რომელმაც მოგვიანებით საკუთარი ბინიდან გაავრცელა "ლაივის" კადრები. როგორც ვიდეოდან ირკვევა მასთან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მივიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს, სახლიდან მათ კომპიუტერი და "ვაიფაის" მოწყობილობა წაიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი დაკავებულია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ გოგაშვილის სახლში სპეცრაზმელის ფორმაში ჩაცმული პირები შევიდნენ და ის დააკავეს. "სპეცოპერაცია მომიწყო გრიგოლ ლილუაშვილმა, ვაიმე, დედა, რას აკეთებენ... ბავშვი ისტერიკაში ჩამივარდა", - ისმის ვიდეოში ქალის ხმა.

გოგაშვილი წერდა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. რამდენიმე დღის წინ კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

იხილეთ ასევე: