ავტორი:

სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა - გოგაშვილი სახლიდან უკვე გაიყვანეს

სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა - გოგაშვილი სახლიდან უკვე გაიყვანეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. სოსო გოგაშვილი საცხოვრებელი სახლიდან უკვე გაიყვანეს. თუ სად მოათავსებენ მას, ეს ოჯახისთვისაც უცნობია.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელია „მიმდინარე საქმე".

ამასთან, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი ვარაუდობს, რომ მამამისის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება.