ავტორი:

"სამინისტრო ხვიჩა კვარაცხელიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს" - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

"სამინისტრო ხვიჩა კვარაცხელიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს" - რა განცხადებას ავრცელებს უწყება?

კულტურის სამინისტრო ხვიჩა კვარაცხელიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის'' ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, გარკვეული დაჯგუფების მხრიდან, მიმდინარეობს ნეგატიური კამპანია.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის მიუღებელია სპორტსმენის მიმართ მსგავსი თავდასხმები. ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიას დიდ წარმატებებს ვუსურვებთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ნეაპოლში გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას ჰკითხეს, რატომ დატოვა რუსული კლუბი (ყაზანის "რუბინში), რაზეც მან უპასუხა:

"ვფიქრობ, ეს ცოტა რთული საკითხია. უფრო პოლიტიკური შეკითხვაა. დავტოვე იმიტომ, რომ საჭიროება მოითხოვდა და ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის გამო სწორი გადაწყვეტილება მივიღე", - აღნიშნა კვარაცხელიამ.

ფეხბურთელი ამ კომენტარის გამო ქართული საზოგადოების ნაწილმა ინტერნეტსივრცეში გააკრიტიკა. წერდნენ, რომ მისგან უფრო მწვავე რეაქციას და კომენტარს ელოდნენ რუსეთთან დაკავშირებით.

ნახეთ ასევე: