ავტორი:

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსული დელეგაცია სულ მცირე ორჯერ ჩავიდა ირანში საბრძოლო უპილოტო აპარატების სანახავად" - სალივანი

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსული დელეგაცია სულ მცირე ორჯერ ჩავიდა ირანში საბრძოლო უპილოტო აპარატების სანახავად" - სალივანი

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში რუსული დელეგაცია სულ მცირე ორჯერ ჩავიდა ირანში საბრძოლო უპილოტო აპარატების სანახავად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ჯეიკ სალივანმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

CNN-ისთვის გადაცემული სატელიტურ ფოტომასალის მიხედვით, რომელიც ივნისშია გადაღებული, რუსები თეირანის სამხრეთით მდებარე კაშანის აეროდრომს ეწვივნენ.

ამერიკის ოფიციალური პირების განმარტებით, ირანი ემზადება რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების Shahed-191-სა და Shahed-129-ის გადასაცემად. ცნობილია, რომ ამ უპილოტო საფრენ აპარატებს შეუძლია მაღალი სიზუსტის რაკეტების გადატანა.

„ჩვენი შეფასებით, რუსეთის ოფიციალური დელეგაციისთვის ცოტა ხნის წინ უპილოტო საფრენი აპარატების დემონსტრირება მოეწყო. ეს მეტყველებს რუსეთის შენარჩუნებულ ინტერესზე უპილოტო საფრენი აპარატის შეძენაზე", - განმარტა სალივანმა.

სალივანის თქმით, მეორედ რუსეთის დელეგაცია აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატების სანახავად 5 ივლისს ჩავიდა.