ავტორი:

"ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჩაუდეს ჩემს მეუღლეს ორი იარაღი... ეს რომ დავინახე, გაგიჟდა, ჩემზე და ჩემს მეუღლეზე იძალადა" - სოსო გოგაშვილის ცოლი

"ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჩაუდეს ჩემს მეუღლეს ორი იარაღი... ეს რომ დავინახე, გაგიჟდა, ჩემზე და ჩემს მეუღლეზე იძალადა" - სოსო გოგაშვილის ცოლი

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, ამჟამად დაკავებული სოსო გოგაშვილის ცოლი, თეა მარტყოფლიშვილი იხსენებს თუ როგორ დააკავეს მისი მეუღლე და აცხადებს, რომ საქართველოში სიმართლის დამტკიცების იმედი არ აქვს.

"იმედი არ მაქვს, რომ საქართველოში ჩვენ სიმართლე დავამტკიცოთ, თუ როგორ ჩაუდეს ჩემს მეუღლეს ორი იარაღი, ფლეშკები, დისკები, მეხსიერების ბარათები, ლეპტოპი თხელი, რომელიც პირველად ვნახეთ და წერილობითი დოკუმენტაცია, რომელიც მე ჩემი თვალით ვნახე.

ამით გაღიზიანდა ღამბაშიძე და ის ორი პიროვნება მასთან ერთად, ერთი ავტომატს დებდა სოსოს კარადაში და მეორე იარაღი იყო ჩემს მხარეს იყო ამოდებული საწოლის ქვეშ.

დაინახა, რომ ეს მე დავინახე, ამაზე გაგიჟდა და ჩემზე იძალადა, არა მარტო ჩემზე, ჩემს მეუღლეზე იძალადა, როგორც შემოვარდა, ჯერ ფეხი დაარტყა, დააგდო და ეგრევე ბორკილები დაადეს (სოსო გოგაშვილს). 21-ე საუკუნეში სად ხდება ასე? თუ განჩინებაა, წამიკითხე თუ დასაკავებლად მოდიხარ და იმის საშუალება მომეცი, რომ ადვოკატი გამოვიძახო.

მაგრამ ამათ უკვე დაგეგმილი ჰქონდათ, იცოდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო. დავალება ჰქონდათ, რომ უნდა შემოსულიყვნენ გოგაშვილების ოჯახში და ნამდვილად ლიკვიდაცია უნდა მოეხდინათ ჩვენი. აბა სხვანაირად ვერაფერი გააკეთეს", - ამბობს დაკავებულის მეუღლე.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.