ავტორი:

"ნაციონალურ მოძრაობას" არ მოუყენებია იმდენი ზიანი, როგორც ამ მთავრობამ ჩემს ოჯახს მოუტანა" - სოსო გოგაშვილის შვილი

"ნაციონალურ მოძრაობას" არ მოუყენებია იმდენი ზიანი, როგორც ამ მთავრობამ ჩემს ოჯახს მოუტანა" - სოსო გოგაშვილის შვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად დაკავებული სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი ამბობს, რომ მისი მამა პოლიტპატიმარია.

"მამაჩემი არის პოლიტპატიმარი. ეს არის პოლიტიკური დევნა. რამდენიმე წლის წინ, მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მიერ არჩეული მთავრობა და სისტემა, ამას გაუკეთებდა ჩემს ოჯახს.

მე ნამდვილად ვიბრძოდი 2012 წელს ჩემს ოჯახთან ერთად, რომ ეს მთავრობა მოსულიყო ქვეყნის სათავეში...

როგორც ჩანს, ესენი უარესებს აკეთებენ - ნაციონალურ მოძრაობას არ მოუყენებია იმდენი ზიანი მგონი, როგორც ჩემს ოჯახს ამ მთავრობამ მოუტანა", - აცხდებს ნინი გოგაშვილი.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.