ავტორი:

უკრაინის და ცივილური სამყაროს ტრაგედია - ვინიცაში დაემშვიდობნენ 4 წლის ლიზას, რომელიც ოკუპანტების თავდასხმას ემსხვერპლა

უკრაინის და ცივილური სამყაროს ტრაგედია - ვინიცაში დაემშვიდობნენ 4 წლის ლიზას, რომელიც ოკუპანტების თავდასხმას ემსხვერპლა

14 აპრილს, უკრაინის ქალაქ ვინიცას ცენტრში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

გარდაცვლილებს შორისაა 4 წლის გოგონა, ლიზა, ხოლო მისი დედა, ირინა, კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"სარაკეტო თავდასხმამდე ერთი საათით ადრე ირინამ "ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ის და მისი ქალიშვილი თერაპევტთან მიდიოდნენ. ირინა და ლიზა მისმა მეგობრებმა ტანსაცმლით იცნეს", - წერს უკრაინული მედია.

დღეს უკრაინაში პატარა გოგონა დაკრძალეს.