ავტორი:

"დიმიტრი მედვედევი ვიღაცას "განკითხვის დღით" ემუქრება: "კიდევ ცოტაც და ყველას გაჩვენებთ!". რას აჩვენებ? კიდევ ერთი ბავშვის მოკვლას?" - პოდოლიაკი

"დიმიტრი მედვედევი ვიღაცას "განკითხვის დღით" ემუქრება: "კიდევ ცოტაც და ყველას გაჩვენებთ!". რას აჩვენებ? კიდევ ერთი ბავშვის მოკვლას?" - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა ადამიანია. ამის შესახებ პოდოლიაკი "ტვიტერის" გვერდზე წერს.

მისივე თქმით, მედვედევის განცხადებები სიბრალულს იწვევს.

"თანამედროვე რუსეთის პორტრეტი - დიმიტრი მედვედევი, რომელიც ვიღაცას "განკითხვის დღით" ემუქრება. ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა ადამიანი, რომელიც ცდილობს სერიოზულად და საშიშად გამოიყურებოდეს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სიბრალულს იწვევს. "კიდევ ცოტაც და ყველას გაჩვენებთ!". რას აჩვენებ? კიდევ ერთი ბავშვის მოკვლას?" - წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ "უკრაინას ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, განკითხვის დღე ელოდება".