ავტორი:

"უკრაინა არასოდეს მიიღებს კანადის გადაწყვეტილებას "ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის ტურბინასთან დაკავშირებით... ეს სანქციების დაცვის საკითხია" - ზელენსკი

"უკრაინა არასოდეს მიიღებს კანადის გადაწყვეტილებას "ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის ტურბინასთან დაკავშირებით... ეს სანქციების დაცვის საკითხია" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მან კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს განუცხადა, რომ უკრაინელები არასოდეს მიიღებენ კანადის გადაწყვეტილებას გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის ტურბინასთან დაკავშირებით.

"აღვნიშნე, რომ უკრაინელები არასოდეს მიიღებენ კანადის გადაწყვეტილებას "ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის ტურბინასთან დაკავშირებით “, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტურბინის გერმანიისთვის გადაცემა სანქციების დარღვევაა.

“ეს საკითხი მხოლოდ ტურბინას არ ეხება. ეს არის სანქციების დაცვის საკითხი. თუ ახლა ერთი დაირღვევა, სხვების დარღვევა დროის საკითხია. რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს გაზით შანტაჟს და სანქციების დარღვევის პროვოცირებას, არსებობს საკმარისი მარშრუტები რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტისთვის და ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას პრინციპები”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, კანადამ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, "ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის ექსპლუატაციისთვის საჭირო შეკეთებული ტურბინა დააბრუნოს.