ავტორი:

"ნუთუ, შენს მკვლელებს ბუმერანგივით არ დაუბრუნდებათ ეს ბოროტება..." - რას წერს თამარ ბაჩალეიშვილის დედა შვილის გარდაცვალების 2 წლის თავზე

"ნუთუ, შენს მკვლელებს ბუმერანგივით არ დაუბრუნდებათ ეს ბოროტება..." - რას წერს თამარ ბაჩალეიშვილის დედა შვილის გარდაცვალების 2 წლის თავზე

თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 2 წელი გავიდა. 23 წლის პროგრამისტი ქალი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები თვეების განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ თამარის გარდაცვალება თვითმკვლელობით შეფუთული, კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. გარდაცვლილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"დე, ორი ჯოჯოხეთური წელი გავიდა რაც შენი ხმა არ გამიგია და თვალებს არ უნახიხარ. ნუთუ, წყეული არ იქნებიან შენი მკვლელები უკუნითი-უკუნისამდე და ბუმერანგივით არ დაუბრუნდებათ ეს ბოროტება. მაპატიე, დე, რომ ვერ დაგიცავი ამ სატანის მოციქულებისგან, მაპატიე", - წერს თეონა თამაზაშვილი.

ბაჩალიაშვილების ოჯახი ბოლოს საზოგადოების წინაშე 2021 წლის მარტში გამოჩნდა. მაშინ თეონა თამაზაშვილი ამბობდა, რომ თამარის კუთვნილი მანქანა უცნობმა პირმა დააზიანა... რეზონანსული საქმის დასრულების მიუხედავად, ოჯახს დღემდე არ სჯერა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.