ავტორი:

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა - შესაძლებელია განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდაციაც" - გოგაშვილის შვილი

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა - შესაძლებელია განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდაციაც" - გოგაშვილის შვილი

გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა, ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდირებაც. იმედი მაქვს, ყველა გვერდში დაგვიდგება, რომ ვიბრძოლოთ რუსული მმართველობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილმა ნინო გოგაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, რთულად წარმოსადგენია, რომ გოგაშვილის საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

"იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ ჩაიდინეს, რთულად წარმოსადგენია ველოდოთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვიმედოვნებთ, რომ ამდენი დარღვევის შემდეგ სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა, ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდირებაც. იმედი მაქვს, ყველა გვერდში დაგვიდგება, რომ ვიბრძოლოთ რუსული მმართველობის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას და 2012 წელს როგორც ვიბრძოდით, რომ მათ გაემარჯვათ, ახლა ასმაგად ვიბრძოლებთ, რომ დაასრულონ რეჟიმი, რომელიც უკავშირდება ხალხის ტანჯვას და წამებას“, - აღნიშნა ნინო გოგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

იხილეთ ასევე: