ავტორი:

"საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - დღეიდან მეექვსე ტომი "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში“ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად

"საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - დღეიდან მეექვსე ტომი "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში“ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად

ადამიანებით ვაჭრობა მთელ მსოფლიოში ფართოდ იყო გავრცელებული, ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებიდან და საქართველო და კავკასია ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ზღვის სანაპიროზე საშუალო ასაკის მამაკაცის ყიდვა შეიძლებოდა მაშინდელი ფულით თუმნად, ხოლო ცამეტი-თვრამეტი წლის ქალისა - ცამეტ-ნახევარ მანეთად. განუწყვეტელმა ომიანობამ, თარეშმა და ტყვის სყიდვამ ერთ დროს აყვავებული ქვეყნის ეს ნაწილი უკიდურეს სიღატაკემდე მიიყვანა.

ამ თემას, ვრცლად წაიკითხავთ „საქართველოს ისტორიის პალიტრა“-ს მეექვსე ტომში, რომელიც 18 ივლისს გამოვიდა და გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში, მისი სპეციალური ფასი 13 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი.

თებერვლიდან ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევრის ავტორობით, გამომცემლობა "პალიტრა L” საქართველოს ისტორიის 15-ტომეულს - „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - გამოსცემს. სერიის წიგნები თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება.

მეექვსე ნაწილი ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების წერტილებშიც. ასევე, გამოწერა შესაძლებელია საიტიდანაც http://www.palitral.ge.

15-ტომეულში გადმოცემული ამბები უძველესი დროიდან დაიწყება და უახლეს პერიოდამდე მოვა. ეს იქნება მართლაც საქართველოს პალიტრა, მთელი თავისი მრავალფეროვანი თემებით: მონებით ვაჭრობა, კვების, ჩაცმის, მედიცინის, ვაჭრობის, ზღვაოსნობის თუ ეპიდემიების ისტორია და საზოგადოებისთვის საინტერესო არაერთი მიმართულება.