ავტორი:

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც "სამხრეთის გაზის დერეფნის" გამტარუნარიანობის გაორმაგებას ითვალისწინებს

ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც "სამხრეთის გაზის დერეფნის" გამტარუნარიანობის გაორმაგებას ითვალისწინებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ენერგომიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

ენერგომიმართულებით გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მოიცავს ვალდებულებას, გაორმაგდეს "სამხრეთის გაზის დერეფნის" გამტარუნარიანობა ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად.

მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანი უკვე ახლა გაზრდის ბუნებრივი გაზის მიწოდებას ევროკავშირისთვის 8,1 მილიარდი კუბური მეტრიდან 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

მემორანდუმში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და აზერბაიჯანი ემხრობა დაჩქარებულ გადასვლას ენერგიაზე განახლებადი წყაროებიდან და ატმოსფეროში მავნე ემისიების წინააღმდეგ ბრძოლას.