ავტორი:

"ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო  პერსონალურ ინტერესებს ემსახურება" - გიორგი გახარია

"ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო  პერსონალურ ინტერესებს ემსახურება" - გიორგი გახარია

"პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტისადმი არის დასტური იმისა, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება", - ამის შესახებ “საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ დაწერა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ.

გახარიას თქმით, სჯერა, რომ ევროკომისია გვერდით დაუდგება საქართველოს, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა.

“მე მჯერა, რომ კომისია გვერდში დაუდგება საქართველოს, ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაში, რათა დასრულდეს არაფორმალური მმართველობა და გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი”,- აღნიშნავს გახარია Twitter-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიას მოუწოდებს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულ "უსაფუძვლო ბრალდებებზე“ და ასევე, გაემიჯნოს კომისიის შეფასებით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამის შესახებ პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის მიმართ ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა, რათა ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს. რაც შეეხება კომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, პრემიერი ამბობს, რომ ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის.