ავტორი:

"ნეაპოლი თავს ძნელად წარმოსათქმელი გვარის მქონე ბიჭის ჩამოსვლით იმშვიდებს" - იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭზე და "ნაპოლის" შანსებზე

"ნეაპოლი თავს ძნელად წარმოსათქმელი გვარის მქონე ბიჭის ჩამოსვლით იმშვიდებს" - იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭზე და "ნაპოლის" შანსებზე

იტალიურ "ნაპოლიში" გადასულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ "ანანუიასთან" გამოიჩინა თავი და საგოლე გადაცემასთან ერთად ორი გოლიც მიითვალა, ხოლო შემდეგ, უფრო ძლიერ მეტოქესთან, "პერუჯასთან" გაიტანა გოლი.

ხვიჩამ ყოველგვარი კომპლექსის გარეშე დაძლია ადაპტაციის პერიოდი და ყველას აჩვენა თავისი შესაძლებლობები

ტრიბუნები ქართველის გვარს უკვე შეცდომის გარეშე სკანდირებდა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ქართველი ფეხბურთელი უთუოდ გახდება ნეაპოლელი ტიფოზების კერპი.

არადა, რუსული მედია ისეთ შემაშფოთებელ პროგნოზებს აკეთებდა, თითქოს იქ დაიჩაგრებოდა და ჯოჯოხეთი ელოდა.

იტალიური გამოცემა, Tuttomercatoweb-ი წერს, რომ ხვიჩამ ყველა მოხიბლა - "ლორენცო ინსინიესთან დამშვიდობება უკვე ნაკლებად მძიმეა, ვიდრე ეს რამდენიმე თვის წინ გვეგონა. "პერუჯასთან" სცენაზე ისევ ხვიჩა კვარაცხელია გამოვიდა და თავისი ნიჭი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. გვაჩვენა ფართო რეპერტუარი: აჩქარებები, სწრაფი მოძრაობები და დიადი ფეხბურთელის გადაცემები. მას აქვს შესანიშნავი უნარები და გამოჩენილი ჩემპიონის ღირსეული მემკვიდრეა", - წერს გამოცემა.

  • "ნეაპოლი თავს ძნელად წარმოსათქმელი გვარის მქონე ხვიჩა კვარაცხელიას ჩამოსვლით იმშვიდებს. ქართველი მაღალი კლასისაა, თუმცა სერია A ქართული ფეხბურთი არაა. ყოველ შემთხვევაში, ასე მოჩანს, თუმცა, რა თქმა უნდა - არასოდეს თქვა "არასოდეს". საჭიროა ჩაფიქრდნენ, მართებული გახლდათ თუ არა სპალეტის არჩევანი", - განაგრძეთ კითხვა sportall.ge