ავტორი:

ირანული დრონები, უკრაინისა და სირიის საკითხი - რატომ მიდის პუტინი ირანში და რა როლი აქვს მოლაპარაკებებში რეჯეფ თაიფ ერდოღანს

ირანული დრონები, უკრაინისა და სირიის საკითხი - რატომ მიდის პუტინი ირანში და რა როლი აქვს მოლაპარაკებებში რეჯეფ თაიფ ერდოღანს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს ირანს ეწვევა, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ეს პუტინის მეორე საერთაშორისო ვიზიტია.

პუტინი შეხვდება ირანის უმაღლეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის და ასევე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს. თურქული მხარის ოფიციალური განცხადებით, საუბარი შეეხება მარცვლეულის ექსპორტის საკითხს, ასევე სირიისა და უკრაინის თემებს.

უკრაინაში ომის დაწყებიდან, პუტინმა შეზღუდა საერთაშორისო ვიზიტები. თებერვლის შემდეგ მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტი ტაჯიკეთსა და თურქმენეთში შედგა.

  • დღევანდელი ვიზიტი პუტინს აძლევს შესაძლებლობას, გააღრმავოს კავშირი ირანთან, ქვეყანასთან, რომელიც მოსკოვის მცირე რაოდენობის საერთაშორისო მოკავშირეებს შორის ერთ-ერთია და ასევე არის დასავლეთის ეკონომიკური სანქციების სამიზნე.

აღსანიშნავია, რომ ეს ვიზიტი მოჰყვა აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თეირანი გეგმავდა რუსეთის მომარაგებას ათასობით მფრინავი საბრძოლო აპარატით, დრონებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.

"ხამენეისთან კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პუტინის უმაღლესი მრჩეველი, იური უშაკოვი.

"მათ შორის არსებობს ნდობით სავსე დიალოგი საერთაშორისო დღის წესრიგის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე“, - აღნიშნავს ის.

  • თურქეთისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის როლი მოლაპარაკებებში

ირანში ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ანკარა არ უერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რამაც შესაძლოა, თურქეთის ლიდერს შესაძლებლობა მისცეს, რომ წარმატებით გადაწყვიტოს პუტინთან დიალოგისას მარცვლეულის ექსპორტზე გატანის საკითხი - უზრუნველყოს შეთანხმების დადება რუსეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად.

როგორც ცნობილია, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აჩერებს ტვირთების შესვლასა და ატანას. ასევე არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა მოიპარეს და გაიტანეს უკრაინული მარცვლეული, მარცვლეულის გატანის სხვა მარშრუტები კი დანაღმულია.

იური უშაკოვის განცხადებით, ერდოღანთან განიხილება უკრაინული მარცვლეულის გატანის საკითხი, მისივე თქმით, რუსეთი მზადაა იმუშაოს უსაფრთხო გზის შექმნაზე.

აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები იმ ფონზე მიმდინარეობს, როცა უკრაინელი ფერმერები და ოფიციალური პირები ადანაშაულებენ რუსეთს მარცვლეულის მინდვრების განზრახ დაზიანებასა და გადაწვაში.

შენიშვნა: მასალაში გამოყენებული მთავარი ფოტო 4 წლის წინაა გადაღებული

მომზადებულია BBC-ის მიხედვით