ავტორი:

ზელენსკიმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

ზელენსკიმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ოლქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელები შეცვალა, ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფოს მეთაურმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ვოლოდიმირ გორბენკო, რომელიც ამ პოსტს 2019 წლის 8 ნოემბრიდან იკავებდა.

პრეზიდენტმა ასევე გაათავისუფლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტების ხელმძღვანელები სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაკარპატიის, პოლტავისა და ხარკოვის ოლქებში.