უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატზე, იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილების სასარგებლოდ ხმა 264-მა დეპუტატმა მისცა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ირინა ვენედიქტოვას თანამდებობიდან გადაყენების წინადადებით რადას დღეს მიმართა.