ავტორი:

"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსებმა კვლავ დაარღვიეს ატომური და რადიაციული უსაფრთხოების ნორმები" - "ენერგოატომი"

"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსებმა კვლავ დაარღვიეს ატომური და რადიაციული უსაფრთხოების ნორმები" - "ენერგოატომი"

ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დაარღვიეს ატომური და რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და პერსონალი რადიაციული დასნებოვნების საფრთხის წინაშე დააყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგოატომი“ ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად რუსულმა ჯარმა სადგურის ორ თანამშრომელს იძულებით ჩამოართვეს საშვი და მათი გამოყენებით რადიაციულ ბლოკში შევიდნენ.

"რუსებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის რომ შეექმნათ საფრთხე, შეიძლებოდა იმის თქმა - „რამდენად სამწუხარო თვითმკვლელობაა“, თუმცა ტანისამოსით მათ შეიძლება გადაეტანათ რადიაციული ნაწილაკები სადგურისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. გარდა ამისა, არავინ არ იცის, რისი შეტანა და დატოვება შეეძლოთ იქ რაშისტებს: იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და მსგავსი. ეს უკვე ბირთვული კატასტროფის პირდაპირი საფრთხეა" - აცხადებს "ენერგოატომი“.