ავტორი:

"გეგმა გრანდიოზულია - რიგში პირველი, კიევის აღების შემდეგ, პოლონეთი დგას" - კადიროვი

"გეგმა გრანდიოზულია - რიგში პირველი, კიევის აღების შემდეგ, პოლონეთი დგას" - კადიროვი

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებით, შექმნილია გრანდიოზული გეგმა ნატო-ს ქვეყნების დემილიტარიზაციის შესახებ, რომელთაგან პირველი, „კიევის აღების შემდეგ“, პოლონეთი იქნება. ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია“ იუწყება.

კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა თავის თანაშემწე - სპეცდანიშნულების რაზმის „ახმატის“ ლიდერთან, აფტი აუდინოვთან, რომელთანაც, კადიროვის თქმით, საბოლოდ შეხვედრა მოახერხა

„გეგმები გრანდიოზულია. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ნატოს წევრი ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმა. რიგში პირველი, კიევის აღების შემდეგ, პოლონეთი დგას“ , - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“.