ავტორი:

"იოსებ გოგაშვილი უკრაინაში ნამყოფიც არ არის! ამოიღეთ საზღვრის კვეთის დოკუმენტები" - რას წერს გოგაშვილის შვილი ინფორმაციაზე, რომ მამამისი უკრაინაში გია ლორთქიფანიძეს შეხვდა?

"იოსებ გოგაშვილი უკრაინაში ნამყოფიც არ არის! ამოიღეთ საზღვრის კვეთის დოკუმენტები" - რას წერს გოგაშვილის შვილი ინფორმაციაზე, რომ მამამისი უკრაინაში გია ლორთქიფანიძეს შეხვდა?

სუს-ის ყოფილი მოადგილის ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ სოსო გოგაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა და ყოფილ მაღალჩინოსანს შეხვდა.

როგორც გოგაშვილი "ფეისბუქზე" წერს, მამამისი უკრაინაში ნამყოფიც არ არის.

"იოსებ გოგაშვილი უკრაინაში არასდროს არ არის ნამყოფი! ვინც ამ ტყუილს ავრცელებთ, ამოიღეთ საზღვრის კვეთის დოკუმენტები! საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას ნუ ატყობინებთ, რომ ნდობა ჰქონდეთ ადამიანებს თქვენს მიმართ.

როცა არ გაქვთ ფაქტები და ჭორებს ავრცელებთ, ეს არის ჟურნალისტიკა? გთხოვთ, პატივი ეცით თქვენს თავს და თქვენს საქმიანობას.საბედნიეროდ ყველა ჟურნალისტს არ ეხება ეს და მადლობა მათ, ვინც ამ რთულ პერიოდშიც კი ინარჩუნებს პროფესიონალიზმს და არ ავრცელებს გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას" - წერს ნინი გოგაშვილი.

ცნობისთვის, დღეს "კურიერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2020 წელს სოსო გოგაშვილი უკრაინაში გია ლორთქიფანიძეს შეხვდა, რომელიც ახლა უკრაინის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანია. მათი ცნობით, გოგაშვილმა ლორთქიფანიძეს გარკვეული ინფორმაცია გადასცა, რის სანაცვლოდაც მას სიღნაღში სასტუმრო "ხირსა" გადაუფორმეს.

ნახეთ ასევე: