რას ამბობს ზელენსკის მიერ გენპროკურორის თანამდებობიდან გაშვებული ირინა ვენედიქტოვა? - "ჩემს ოფისში, ვერ გვეყოლებოდა კოლაბორაციონისტები"

რას ამბობს ზელენსკის მიერ გენპროკურორის თანამდებობიდან გაშვებული ირინა ვენედიქტოვა? - "ჩემს ოფისში, ვერ გვეყოლებოდა კოლაბორაციონისტები"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან ორი მნიშვნელოვანი ფიგურა გაათავისუფლა. ის ეჭვქვეშ აყენებს მათ ლიდერულ თვისებებს და მათ ქვეშემრდომებს ღალატში და რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. გათავისუფლებული მაღალჩინოსნები გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ხელმძღვანელი ივან ბაკანოვი არიან.

CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ იგი ეთანხმება პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მაგრამ უარყოფს, რომ მის ოფისში კოლაბორაციონისტები მუშაობდნენ. ვენედიქტოვამ თქვა:

"აქ, ჩემს ოფისში, ვერ გვეყოლებოდა კოლაბორაციონისტები, რადგან კოლაბორაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, აქ კი არ არის ოკუპირებული ტერიტორია".

ვენედიქტოვას თქმით, მისი ოფისის მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფო ღალატსა და კოლაბორაციონისტების პრობლემებზე მუშაობაა და რომ ისიც და მისი ოფისიც გახსნილები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით ღიად სალაპარაკოდ.

როდესაც ვენედიქტოვას ჰკითხეს, რა იყო მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი, მან უპასუხა:

"თქვენ იცით, რომ ჩემი სავარძელი პოლიტიკურია და მე-16 უკრაინელი პროკურორი ვიყავი ბოლო 30 წლის განმავლობაში. უკრაინაში რეალპოლიტიკაა. ესაა ჩემი პასუხი". როცა კიდევ ჩაეკითხნენ, ვენედიქტოვამ თქვა, რომ მას არ სურს ამის საჯაროდ განხილვა, რადგან ამას რუსეთი სათავისოდ გამოიყენებს.

"პრეზიდენტია მეთაური. მას ესმის თავისი სტრატეგია და ტაქტიკა. ის გადაწყვეტილებებს თავისივე შეხედულებების მიხედვით იღებს",- განაცხადა ვენედიქტოვამ.

წყარო: cnn.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა