ავტორი:

"ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს" - რას წერს გიორგი გახარია "ტვიტერზე"?

"ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს" - რას წერს გიორგი გახარია "ტვიტერზე"?

ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარია აცხადებს.

როგორც გახარია „ტვიტერში“ წერს, მიაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა სტრატეგიულ მოკავშირეებზე და ღია მუქარა ჩვენი პარტნიორების მიმართ.

"აშშ-ს ელჩის შემდეგ, საქართველოს მმართველი პარტია თავს ესხმის ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, რომელიც ასრულებს თავის მისიას. ვგმობ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს და მიმაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა ჩვენს უახლოეს სტრატეგიულ მოკავშირეებზე და ღია მუქარა ჩვენი პარტნიორების მიმართ“, - აცხადებს გახარია.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ ის "მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში“. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ელჩი „განსხვავებულად იმოქმედებს“.