ავტორი:

"ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავითრიოთ... პირიქით, გვსურს, საქართველო სწორ გზაზე ვიხილოთ" - ვიოლა ფონ კრამონი შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

"ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავითრიოთ... პირიქით, გვსურს, საქართველო სწორ გზაზე ვიხილოთ" - ვიოლა ფონ კრამონი შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

ჩვენ, ევროპარლამენტარები ვართ დიდი მეგობრები, დიდი მხარდამჭერები საქართველოსი, თქვენი ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეების და რა თქმა უნდა, მისწრაფების, რომ მიუახლოვდეთ ევროკავშირს, ჩვენ ამას სრულიად ვიზიარებთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისკენ მომავალ გზაზე საქართველომ გარკვეული კრიტერიუმები უნდა შეასრულოს.

"არსებობს კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მაგიდაზე დევს. ჩვენ ყველამ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ თქვენს ქვეყანაში, პერსონალურად, პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად. გვსურს, რომ ის, რაზედაც შეთანხმება მოხდა, მაგალითად შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება, შესრულდეს, ეს არის ევროკავშირთან ურთიერთობების საფუძველი.

ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მხარდამჭერები. ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმე ომში ჩავითრიოთ, პირიქით, გვსურს, თქვენი ქვეყანა სწორ გზაზე ვიხილოთ, რაც არის გზა ევროკავშირისკენ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.