ავტორი:

უკრაინა რუსულ პოზიციებს საკუთარი წარმოების "ვილხას "რაკეტებითაც ბომბავს - რას წარმოადგენს და რითი ჰგავს ამერიკულ "ჰაიმარსს" უკრაინული "ვილხა"?

უკრაინა რუსულ პოზიციებს საკუთარი წარმოების "ვილხას "რაკეტებითაც ბომბავს -  რას წარმოადგენს  და რითი ჰგავს ამერიკულ "ჰაიმარსს" უკრაინული "ვილხა"?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

რუსეთის პროპაგანდისტულ მასმედიაში ახალი "გამოცოცხლებაა" - უკრაინელებმა ამერიკული "ჰაიმარსების" შემდეგ, თავისი "ვილხადან" გაშვებული რაკეტებითაც დაგვიბომბეს რუსეთის არმიის პოზიციებიო...

"ჰაიმარსისგან" განსხვავებით, "ვილხას" სახელი ნაკლებადაა ცნობილი მათთვისაც, ვინც ბოლო დროს დაინტერესდა უკრაინაში მიმდინარე ომის პერიპეტიებით.

არადა, თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებას უფრო მეტი ყურადღება რომ დაეთმო და დაფინანსება არ მოეკლო, დღეს უკრაინელ სამხედროებს ამერიკელებთან ნაკლები სახვეწარი ექნებოდათ "ჰაიმარსების" გადაცემაზე და უკრაინული "ვილხებით" არანაკლებ ზუსტ დარტყმებს მიაყენებდნენ რუსი ოკუპანტების სტაციონარულ ობიექტებს, მათ შორის - იარაღის საწყობებს.

უკრაინული "ვილხა" ქართულად მურყანის ხეს ნიშნავს და რატომ აირჩიეს უკრაინელმა სამხედროებმა და კონსტრუქტორებმა ეს სახელი მრისხანე სარაკეტო შეიარაღებისთვის, ძნელი სათქმელია, მაგრამ "ვილხას" პროგრამა ერთგვარი გამოსავალი გახლდათ იმ უკრაინისთვის, რომელიც 2014 წლის გაზაფხულიდან რუსეთთან არგამოცხადებულ ომში ჩაერთო დონბასში.

უკრაინელ გენერლებს სასწრაფოდ დასჭირდათ შორსმსროლელი სარაკეტო შეიარაღება, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვან ობიქტებამდე მისწვდებოდა.

უკრაინის არმიაში არცთუ მცირე რაოდენობით იყო შემორჩენილი 120 კმ სიშორემდე მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური "ტოჩკა-უ"-ები და 70 კმ რადიუსის მქონე "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, მაგრამ უკრაინის არმიას ახალი მართვადი სარაკეტო კომპლექსები სჭირდებოდა, რომლისთვისაც "ჭკვიან" რაკეტებს უკრაინაშივე დაამზადებდნენ და არ იქნებოდნენ სხვებზე დამოკიდებულნი.

"ვილხას“ 300 მმ კალიბრის კორექტირებადი რაკეტა

ამიტომაც უკრაინულმა საკონსტრუქტორო ბიურო "ლუჩმა" (რომელიც საბჭოთა პერიოდში საავიაციო რაკეტების საბრძოლო გამოყენებისთვის მოსამზადებელ და ტექნიკური მომსახურებისთვის განკუთვნილ სპეციალურ აპარატურას სერიულად აწარმოებდა) პრეზიდენტ პოროშენკოს ხელისუფლებას საინტერესო ტექნიკური პროექტი შესთავაზა - "სმერჩის" 300 მმ კალიბრის უმართავი რაკეტების მოდერნიზება კორექტირებად რაკეტებად...

ანუ უკრაინელმა კონსტრუქტორებმა, ფაქტობრივად, გაიმეორეს ამერიკელების გამოცდილება, როდესაც "ლოქჰიდ მარტინმა" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M270 MLRS -ისთვის (რომლის შემდგომ განვითარებულ მოდიფიკაციად იქცა M142 HIMARS), უმართავი რაკეტების გარდა შეიმუშავა GMLRS -ის ტიპის მართვადი რაკეტები, რომლებსაც დღეს ასე წარმატებით იყენებს უკრაინის არმია. გააგრძელეთ კითხვა