ავტორი:

რატომ არის მნიშვნელოვანი  ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება და სად შევისწავლოთ აღნიშნული სფერო?

რატომ არის მნიშვნელოვანი  ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება და სად შევისწავლოთ აღნიშნული სფერო?

ჩვენს რეგიონში 2022 წლის თებერვლიდან მიმდინარე პროცესებმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახადა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულმა ომმა დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს ნათლად დაანახა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები მეტად უნდა გააძლიერონ და ამავდროულად, მხარი დაუჭირონ ისეთ ქვეყნებს, რომელთაც ამ მხრივ გამოწვევები აქვთ, მათ შორის საქართველოს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას კერძო სექტორიც. „რუსეთის ომი უკრაინაში ტექნოლოგიურ კომპანიებს უჩვენებს, რატომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული უსაფრთხოება და რატომ უნდა უნდა ჰქონდეს მას მეტი მხარდაჭერა,“ - განაცხადა კომპანია Google-ის ყოფილმა CEO-მ ერიკ შმიდტმა.

აღნიშნულ სფეროში სიახლეები ინერგება როგორც ტექნოლოგიური, ისე საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებებით. ამ საკითხის გააქტიურებასთან ერთად, კერძო სექტორმა საქართველოშიც დაიწყო ეროვნული უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობა. შედეგად, ჩვენს ქვეყანაში 2019 წელს პირველად შეიქმნა ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც „ალტე უნივერსიტეტში“ პრაქტიკოსი ხელმძღვანელები და ლექტორები უძღვებიან.

ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტების საჭიროებისა და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ვესაუბრეთ პროგრამის თანახელმძღვანელს, საგარეო ურთიერთობებისა და გლობალური პოლიტიკის მკვლევარს გიგა ლემონჯავასა და 2008-2011 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშშ-ში და ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარს, ბათუ ქუთელიას.

რატომ გვჭირდება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტები?

გიგა ლემონჯავა: კურსზე მუშაობისას ჩვენი მოტივაცია იყო არა მხოლოდ აკადემიური პროდუქტის შექმნა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არამედ ქვეყნის გამოწვევების შესაბამისად უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტების მომზადება. საქართველო დგას ძალიან კონკრეტული საფრთხისა და გამოწვევის წინაშე − ეს არის ოკუპაცია, ამიტომ გვჭირდება ბევრი ისეთი სპეციალისტი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

უკრაინის მოვლენების ფონზე, ჩვენს თვალწინ ყალიბდება ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა, ახალი გლობალური წესრიგი და აღნიშნულმა საკითხმა უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა. უპირველეს ყოვლისა, სტუდენტებს ვასწავლით უსაფრთხოების სფეროს ფართო კონტექსტში დანახვას და ახლა, როგორც არასდროს, ალბათ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ საქართველოს როლი ამ გლობალურ, დიდ სურათში და მათ შორის ეს ეხება უსაფრთხოებასაც, იმიტომ რომ საქართველო არის დემოკრატიის ფრონტის ხაზზე არსებული ქვეყანა უკრაინასთან ერთად, ანუ ჩვენ გვიწევს ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვა. შესაბამისად, საჭიროა ფართო სურათის დანახვა: სად არის საქართველო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში და რა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული ამოცანები. გვჭირდება რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური კადრი უსაფრთხოების სფეროში, რომელთაც ესმით საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობა. სწორედ ამ სხვა აქტუალურ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა ალტე უნივერსიტეტის ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც პირველია საქართველოში და მას ანალოგი არ გააჩნია.

ბათუ ქუთელია: იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას, აუცილებელია: ისტორიის სიღრმისეულად ცოდნა, ანალიზის უნარი, შემდეგ უკვე პოზიციების კარგად ჩამოყალიბება და მათი დაცვა როგორც ისტორიული ფაქტებით, ისე მიმდინარე საერთაშორისო ნორმებისა და მოვლენების შესახებ ინფორმაციის ქონით. ასევე, მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების თემატურად ცოდნა, რაც თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების კუთხით აქვს: ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება, ჰიბრიდული ომი და სხვა.

რას მოიცავს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა და რა პერსპექტივას სთავაზობს იგი კურსდამთავრებულებს?

გიგა ლემონჯავა: პროგრამა ეფუძნება უსაფრთხოების ჰოლისტურ გაგებას, რაც ტრადიციული წარმოდგენებისგან (სადაზვერვო ან სამხედრო საქმიანობა) განსხვავდება. სინამდვილეში კი უსაფრთხოების თანამედროვე გაგება მოიცავს როგორც გლობალურ პოლიტიკას, ისე ეკონომიკურ მიმართულებას, ენერგოუსაფრთხოებას, კიბერუსაფრთხოებას და ბევრ სხვა სფეროს, რომლებიც საბოლოოდ ეროვნულ უსაფრთხოების ჯაჭვს კრავენ.

სწორედ ეს ყოვლისმომცველობა გახდა მიზეზი, რის გამოც პროგრამა ჰოლისტურ გაგებაზე დავაფუძნეთ. ჩვენს კურსდამთავრებულებს შეეძლებათ იმუშაონ როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებში. მაგალითად, მათ შეეძლებათ, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტად გააგრძელონ საქმიანობა სახელმწიფო სამსახურში, როგორიც არის საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო დაზვერვის სამსახური, მთავრობის ადმინისტრაცია და სხვა; ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებში, თუნდაც კვლევითი მიმართულებით, რადგან კურსი იძლევა საკმაოდ ღრმა და დეტალურ აკადემიურ ცოდნას ამ მიმართულებით.

კურსის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ როგორც ზოგად ცოდნას, ისე სიღრმისეულად შეისწავლიან ისეთ საგნებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ტერორიზმი და კონტრტერორიზმი და ა. შ. უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე მიმართულება ეთმობა რუსულ ოკუპაციას 1801 წლიდან დღემდე და რუსეთის ჰიბრიდული ომი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ამასთან ერთად, გვაქვს ძალიან პრაქტიკული საგნებიც, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, მოლაპარაკების ხელოვნება, საჯარო გამოსვლების ხელოვნება და სხვა, რაც საკუთარი პოზიციების დასაბუთებისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების განსავითარებლად მნიშვნელოვანია.

რამდენად აძლევს „ალტე უნივერსიტეტი“ მაგისტრანტს შესაძლებლობას, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში კონტაქტები შეიძინოს?

გიგა ლემონჯავა: „ალტე უნივერსიტეტს“ გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმები სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციასთან, სადაც ჩვენი სტუდენტები ბოლო სემესტრში პრაქტიკას გაივლიან და თეორიული ცოდნის რეალიზებას შეძლებენ. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს თავად ალტე უნივერსიტეტის კონტაქტების წრე, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითია და მოიცავს სფეროს წამყვან სახეებს, საჯარო უწყებების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, დიპლომატიური რანგის პროფესიონალებს, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებსა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მკლევარებს, როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან.

საბოლოოდ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მიზანი არის უსაფრთხოების ექსპერტთა ქსელის შექმნა და არ გვსურს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მაგისტრი მოწყდეს აღნიშნულ სფეროს.

ბათუ ქუთელია: თანამედროვე უმაღლესი განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ სამუშაო გამოცდილების, სტაჟირების ეფექტურად გამოყენებაა. ჩვენი გამოცდილებითა და კონტაქტებით, სტუდენტებს სხვადასხვა სფეროში ვუწევთ რეკომენდაციებს, რაც მათ კავშირების შექმნასა და პოტენციური დამსაქმებლების დაინტერესებაში ეხმარებათ.

თუ ხარ დაინტერესებული ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით, გაიარე წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

R