ავტორი:

"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ელჩ ჰარცელს" - ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი

"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ელჩ ჰარცელს" - ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი

სხვების დადანაშაულება საკუთარ შეუსრულებელ ამბიციებში ადასტურებს აუცილებლობას, გქონდეთ მეტი დრო, რათა გაიგოთ, როგორ მუშაობს ევროკავშირი

"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ელჩ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში", - ამის ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

  • როგორც სტანო აღნიშნავს,“რეფორმებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის განხორციელება ქვეყნის შიგნით მოქმედი პოლიტიკოსების ამოცანაა”.

"სხვების დადანაშაულება საკუთარ შეუსრულებელ ამბიციებში მხოლოდ ადასტურებს აუცილებლობას, რომ გქონდეთ მეტი დრო, რათა გაიგოთ, როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ რეფორმები საშინაო დავალებაა”, - აღნიშნა სტანომ "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში"