ავტორი:

ცნობილი შეფების მიერ დამზადებული კერძები, მრავალფეროვანი მუსიკა და გამოფენები - ფოტოები რაჭიდან და სვანეთიდან, სადაც მთის კვირეულის მორიგი ღონისძიება გაიმართა

ცნობილი შეფების მიერ დამზადებული კერძები, მრავალფეროვანი მუსიკა და გამოფენები - ფოტოები რაჭიდან და სვანეთიდან, სადაც მთის კვირეულის მორიგი ღონისძიება გაიმართა

მთის კვირეული ფარგლებში დღეს ღონისძიება მესტიაში იმართება. პროექტი საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება. ფესტივალს ჰეშკილმა უმასპინძლა, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხეები.

ადგილობრივ მზარეულებთან ერთად შეფებმა მიშა ავსაჯანიშვილმა და რუსო დაუშვილმა სვანური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძების მომზადების მასტერკლასები ჩაატარეს.

ადგილზე კერძების დეგუსტაცია ყველა მსურველს შეუძლია. მთის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მესტიის საპატიო მოქალაქეების დაჯილოდების ცერემონიალი. მთელი დღის განმავლობაში მესტიიდან ჰეშკილის მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. მთის დღეების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: ანსამბლი „გორდელა“, ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი, სალიო, ანსამბლი „რანინა“.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთის დღეები ასევე აღინიშნება რაჭაში - შოვში. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ტრადიციული ადგილობრივი სამზარეულოს კერძები, დაესწრონ ქსოვის, რეწვისა და ხეზე კვეთის გაკვეთილებს, ისიამოვნონ მრავალფეროვანი მუსიკით, ცეკვით, სპორტული აქტივობებითა და სხვადასხვა შემეცნებითი ტურებით.

ფესტივალის ფარგლებში ღვაწლმოსილი რაჭველები დაჯილდოვდნენ, რომლებსაც სიმბოლურ საჩუქრები საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელით სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძე პირადად გადასცა.