ავტორი:

"მოძრაობებით ძალიან ჰგავს მოჰამედ სალაჰს" - ლეგენდარული ფაბიო კაპელო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს

"მოძრაობებით ძალიან ჰგავს მოჰამედ სალაჰს" - ლეგენდარული ფაბიო კაპელო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და მას ფეხბურთის სუპერვარსკვლავს, მოჰამედ სალაჰს ადარებს.

ამის შესახებ კაპელომ Corriere dello Sport-თან ისაუბრა.

"ყველაზე რთული სპალეტისთვისაა, მან დაცვის ლიდერი, კულიბალი დაკარგა, ამავე დროს მოაკლდება ინსინიეს გოლები და ასისტები, მიუხედავად ამისა, ეს გუნდი ძალიან მაინტერესებს, ქართველი ფეხბურთელი მოძრაობებით ძალიან გავს მოჰამედ სალაჰს" - ამბობს კაპელო, რომელიც სხვადასხვა დროს წვრთნიდა ისეთ გუნდებს, როგორებიცაა მადრიდის "რეალი", "იუვენტუსი", "რომა." ასევე იყო ინგლისის ნაკრების დამრიგებელი.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია თავის ახალ გუნდთან, იტალიურ "ნაპოლისთან" ერთად აქტიურად ემზადება ჩემპიონატების ოფიციალური მატჩებისთვის და ამ დროისთვის ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობს. ხვიჩამ უკვე შეძლო იტალიელ ფანებზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა.

მან ნეაპოლელთა რიგებში 2 ამხანაგურ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.