ავტორი:

ომი წესების გარეშე - ყოვლად უგემოვნო საქორწილო ფოტოსესია: რა სკანდალური ფოტოები გაუხსენეს მარია ზახაროვას კულებას ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ

ომი წესების გარეშე - ყოვლად უგემოვნო საქორწილო ფოტოსესია: რა სკანდალური ფოტოები გაუხსენეს მარია ზახაროვას კულებას ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ორი დღის წინ, ზახაროვამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დიპლომატი ახალგაზრდაა და სავარაუდოდ, ორი მეგობრის გარემოცვაშია გადაღებული.

ზახაროვამ კულებას ფოტოს შემდეგი შინაარსის წარწერა გაუკეთა:

"კულება ჯერ კიდევ სკოლის დროს ჩამოყალიბდა თავის პროფესიასა და ღირებულებებთან დაკავშირებით. ეს სურათი არ არის ყალბი. გადაღებულია კაიროში, სადაც მისი მამა ელჩი იყო".

კულებას მისამართით ამ დამცინავი ტონის შემდეგ, ზახაროვას მისი ქორწილის ფოტოები გაუხსენეს, როცა აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვულგარული საქორწილო ფოტოსესია მოაწყო.

ქორწილი 2005 წლის 7 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიმართა. იმ დღეს დიპლომატი ბიზნესმენ ანდრეი ზახაროვზე დაქორწინდა. წყვილის ფოტოები ქორწილის ფოტოგრაფმა ნიკოლაი კომისაროვმა 2016 წელს გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მას ზახაროვა დაემუქრა.

რუსი დიპლომატის საქორწილო იმიჯი უხამსი და უგემოვნო იყო, - წერს უკრაინული მედია. ზახაროვა მოკლე ატლასის კაბაში, თეთრ კოლგოტებსა და გრძელ ხელთათმანებში პოზირებდა.

რაც შეეხება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას სკოლისდროინდელ ფოტოს, სოციალურ ქსელში მას მხიარული და სახალისო უწოდეს.