ავტორი:

ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა

ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე რუსლან დემჩენკო თანამდებობიდან გაათავისუფლა.

პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება 25 ივლისით თარიღდება.

"გათავისუფლებულ იქნას დემჩენკო რუსლან მიხაილოვიჩი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობიდან“, - ნათქვამია ბრძანებულებაში.

გათავისუფლების მიზეზი უცნობია.