ავტორი:

ჯენიფერ ლოპესმა 53-ე დაბადების დღე, ბენ აფლეკთან ერთად, პარიზში აღნიშნა - ლუვრის ეზოსთან რომანტიკული სეირნობა და ვახშამი

ჯენიფერ ლოპესმა 53-ე დაბადების დღე, ბენ აფლეკთან ერთად, პარიზში აღნიშნა  - ლუვრის ეზოსთან რომანტიკული სეირნობა და ვახშამი

ჯენიფერ ლოპესი 24 ივლისს 53 წლის გახდა, მომღერალმა განსაკუთრებული დღე მეუღლესთან, ბენ აფლეკთან ერთად გაატარა. პაპარაცებმა წყვილი პარიზში, ლუვრის ეზოსთან რომანტიკული სეირნობისას დააფიქსირეს. ჯეილო წითელი კაბითა და ჩანთით ქუჩაში ყველას ყურადღებას იპყრობდა. ბენ აფლეკი კი ლურჯ პერანგსა და მუქ შარვალში იყო გამოწყობილი. თვითმხილველებმა Page Six-ს განუცხადეს, რომ წყვილი, ჯენიფერის დაბადების დღის აღსანიშნავად, LouLou Paris-ს ეწვია, ჯენიფერმა და ბენმა აქ ისადილეს და Dior-ის ახალი საგამოფენო სივრცეც დაათვალიერეს.

როგორც სააგენტო იტყობინება, ჯენიფერი წინა დღესაც რომანტიკულ ვახშამზე იყო. მათ რესტორან Plénitude-ში, სახურავზე ივახშმეს და პაემანი ნაყინით დააგვირგვინეს.

ჯეილოს და ბენის ქორწილი 16 ივლისს შედგა პატარა სამლოცველოში. მომღერლის აღწერით, მათი საქორწილო ცერემონია ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მათ სურდათ. სამღვდელო პირმა, რომელმაც წყვილი დააქორწინა, საინფორმაციო სააგენტოს ისიც გაანდო, თუ როგორი აღფრთოვანებით შეჰყურებდა აფლეკი ცერემონიის მიმდინარეობისას მომავალ მეუღლეს: "მან ღრმად ჩაისუნთქა და თქვა: "ვაააჰ"".

სიყვარულით მთვრალია ჯეილოც: "სიყვარული კეთილია, სიყვარული ლამაზია. თურმე, სიყვარული მომთმენიცაა," - წერს მომღერალი ფანებისათვის განკუთვნილ წერილში.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა