ავტორი:

"რასაც ეს "ოცნებიდან" შემოგზავნილი "ტროიკა" შვრება თავისი ეპისტოლარული ჟანრის ბოდვებით, ასეთი არც არაფერი მინახავს და არც გამიგონია" -  დავით ზურაბიშვილი

"რასაც ეს "ოცნებიდან" შემოგზავნილი "ტროიკა" შვრება თავისი ეპისტოლარული ჟანრის ბოდვებით, ასეთი არც არაფერი მინახავს და არც გამიგონია" -  დავით ზურაბიშვილი

"ქართული ოცნებიდან" წასული ხუნდაძე-ყაველაშვილი-სუბარი მორიგ წერილს აქვეყნებენ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის სახელზე, რომელშიც მხოლოდ ელჩს კი არა, საქართველოს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც უპირისპირდებიან.

ამის თაობაზე დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: თითქმის ყველანაირი სიმდაბლე, სიაბდლე, სინაგლე, სიპატარავე, სიბანძე, სიცუდე, სიცრუე და ორპირობა მაქვს ნანახი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ რასაც ეს "ოცნებიდან" შემოგზავნილი "ტროიკა" შვრება თავისი ეპისტოლარული ჟანრის ბოდვებით, ასეთი არც არაფერი მინახავს და არც გამიგონია".