ავტორი:

"მელიტოპოლში დამპყრობლები უკრაინის მოქალაქეებს აკავებენ და აწამებენ" - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ანგარიში

"მელიტოპოლში დამპყრობლები უკრაინის მოქალაქეებს აკავებენ და აწამებენ" - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ანგარიში

მელიტოპოლში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფის შენობაში უკრაინის მოქალაქეებს აკავებენ და აწამებენ. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

"შენობა, სადაც მელიტოპოლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იყო განთავსებული, გამოიყენება უკრაინის დაკავებული მოქალაქეების მოსათავსებლად. არსებობს მტკიცებულება, რომ დაკავებულებს აწამებენ", - ნათქვამია განცხადებაში.