ავტორი:

"უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, ბარიერები არ არსებობს" - სერგეი ლავროვი

"უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, ბარიერები არ არსებობს" - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, არანაირი ბარიერები არ არსებობს.

ლავროვის განმარტებით, ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმის სამიზნე პორტში არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო.

ამასთან, მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ხელმოწერილ მარცვლეულის შეთანხმებაში არაფერია, რაც ხელს უშლის მას უკრაინაში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის გაგრძელებაში.

ცნობისთვის, 23 ივლისს ოდესის პორტზე რუსული სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.