ავტორი:

"თქვენ რომ ვიღაცამ გიწოდოთ ღორი, შემდეგ  ჟურნალისტი მოვიდეს და გკითხოს: თქვენ ღორი ხართ? ასეთ კითხვებს სვამთ... კრემლის სასარგებლო იდიოტები ხართ" - მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს

"თქვენ რომ ვიღაცამ გიწოდოთ ღორი, შემდეგ  ჟურნალისტი მოვიდეს და გკითხოს: თქვენ ღორი ხართ? ასეთ კითხვებს სვამთ... კრემლის სასარგებლო იდიოტები ხართ" - მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს

"მოითმინა შეძლებისდაგვარად, ათჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა", - ამის შესახებ "ქართლი ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ "მთავარი არხის“ ჟურნალისტს განუცხადა, როდესაც მას მედიის წარმომდგენელმა უთხრა, რომ მას "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "პირადი შეურაცხყოფა მიაყენა“.

  • მამუკა მდინარაძის თქმით, ჟურნალისტმა კობახიძეს "მძიმე შეურაცხყოფა“ მიაყენა, "ვითომ კითხვის ფორმულირებით“. მდინარაძის თქმით, მათი უმძიმესი პროვოკაციები ურთულესი მოსასმენია.

"მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, თქვენმა კოლეგამ "ტვ პირველიდან" ნახევარი საათი მდია, წარმოუდგენილიყო შეურაცხყოფები მაყენა, შემდეგ ნახევარი საათიდან ბოლო ერთი წუთი ამოჭრა და ეს მიიჩნიეს შეურაცხყოფად. მაშინ, როდესაც ურთულესი მოსათმენია თქვენი უმძიმესი პროვოკაციები. უკაცრავად ზედმეტი უტრირებისთვის, მაგრამ უნდა გითხრათ მაგალითი, ისე ვერ ხვდებით, როგორც ჩანს. თქვენ რომ ვიღაცამ გიწოდოთ ღორი და შემდეგ ვიღაცა ჟურნალისტი მოვიდეს და გკითხოს: თქვენ ღორი ხართ? აი, ასეთ კითხვებს სვამთ. ეს შეურაცხყოფაა თუ კითხვის დასმაა? მეც მიმძიმს თქვენი ამ მძიმე პროვოკაციების მოთმენა, მაგრამ ვითმენთ შეძლებისდაგვარად და ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად. ათჯერ უარესი რომ არ გითხრათ, აგერ ვიდექი და გისმენდით, ძალიან გამიკვირდა, იმდენად მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეთ და ვითომ კითხვის ფორმულირება მიანიჭეთ ამ ყველაფერს. რა კითხეთ ადამიანს, გაიმეორეთ“,- რაზეც ჟურნალისტმა გაიმეორა ის, რაც კობახიძეს ჰკითხა, "ხართ თუ არა კაგებეს აგენტის შვილი“, რაზეც მდინარაძემ ჟურნალისტს უთხრა: თქვენ კითხვა არ დასვით, მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს“

"თან ეს ბინძური შეურაცხყოფა მიაყენეთ უმძიმესი ფორმით. ასე ადამიანს არც კითხვის, არანაირი ფორმით არ უნდა დაელაპარაკო“,- განაცხადა მდინარაძემ.

  • მდინარაძის თქმით, როდესაც ჟურნალისტი და მისი ტელევიზია რუსულ საქმეს აკეთებს, "კრემლის სასარგებლო იდიოტები არიან“.

"მე რომ გითხრათ, რომ თქვენ ხართ კრემლის სასარგებლო იდიოტი, ეს სწორია თუ არასწორია. მე ასე მგონია, მართლა, არ გეუბნებოდით აქამდე. თქვენ თქვენი ტელევიზიით, ვინაიდან, არ იმჩნევთ მილიონობით რუბლით დაფინანსებულ ადამიანებს და მის "ქისებს“, ვინაიდან, სინამდვილეში, ვითომ დეკლარირებთ პროდასავლურად და აკეთებთ რუსულ საქმეს საბოლოო ჯამში, შედეგებიდან ასე გამომდინარეობს, თქვენ ბრძანდებით ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები“, - განაცხადა მან.

  • ინფორმაციისთვის, მანამადე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დავით არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა "კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“ ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტს უპასუხა:

"კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე.

შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ...გულისამრევია“,- მიმართა კობახიძემ "მთავარი არხის“ ჟურნალისტს.