ავტორი:

"რუსი დამპყრობლები წვავენ დასახლებულ პუნქტებს, რათა ლუგანსკის ოლქში გამაგრდნენ" - გუბერნატორი

"რუსი დამპყრობლები წვავენ დასახლებულ პუნქტებს, რათა ლუგანსკის ოლქში გამაგრდნენ" - გუბერნატორი

იმისთვის, რომ ლუგანსკის ოლქში გამაგრდნენ, რუსი დამპყრობლები წვავენ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც არ ემორჩილებათ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლუგანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

"გუშინ რუსებმა ოთხი რაკეტით დაარტყეს, მოაწყეს ორი მასიური საარტილერიო თავდასხმა და ორჯერ გამოიყენეს ნაღმმტყორცნები, სადაც ცოტათი მიახლოება მოახერხეს“, - განაცხადა გაიდაიმ.

მისი თქმით, დამპყრობლები ტოვებენ მხოლოდ ფერფლს როგორც დიდი ქალაქებისგან, ისე სრულიად პატარა დასახლებული პუნქტებისგან.

"უკვე თითქმის თვეა, რაც მტერი მოუახლოვდა ჩვენი რეგიონის საზღვარს და მის გადმოსაკვეთად, მსხვერპლად იღებს ყველა რესურსს და წვავს ლუგანსკისა და დონეცკის დასახლებებს. ოკუპანტებს არ სჭირდებათ ადამიანები - სჭირდება რეფერენდუმი, რამდენი ადამიანის არ უნდა მოკლან და რამდენიც არ უნდა დატოვონ თავშესაფრის გარეშე“,- განაცხადა გაიდაიმ.

მისი თქმით, გასული დღის განმავლობაში რუსების თავდასხმის ოთხი მცდელობა მოიგერიეს და მეხუთე მიმართულებით ბრძოლა გრძელდება.