ავტორი:

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქე დააკავა და ჯაშუშობას აბრალებს - რას აცხადებენ სუს-ში ქრისტინე თაკალანძის შესახებ?

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქე დააკავა და ჯაშუშობას აბრალებს - რას აცხადებენ სუს-ში ქრისტინე თაკალანძის შესახებ?

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ქრისტინე თაკალანძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხდებაში აღნიშულია, რომ ქრისტინე თაკალანძის გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით მიმდინარეობს.

"ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით აღძრა. მათი მტკიცებით, ზუგდიდელი, ეროვნებით ქართველი თაკალანძე, რომელიც გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცხოვრობს, ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. ინფორმაცია, რომლის გაცემასაც ბრალად სდებენ ქრისტინე თაკანალაძეს, თურმე იყო “სახელმწიფო", სამხედრო ან კანონით დაცული სხვა საიდუმლო". და მისი გამოყენებით "ქართულმა დაზვერვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს აფხაზეთის საგარეო უსაფრთხოებას, კონსტიტუციურ წესრიგს და სუვერენიტეტს."რებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, - ნათქვამია განცხადებაში.