ავტორი:

"რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა - საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ" - პრეზიდენტი

"რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა -  საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ" - პრეზიდენტი

იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე“ წერს.

პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია.

კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, - წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიის გადაცემის შესახებ შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს, რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორისაა დადებული, თუმცა ამის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. დოკუმენტში წერია, რომ მიწა, სადაც შენობა-ნაგებობები დგას, 49 წლით არის გადაცემული.