ავტორი:

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შევიძინოთ „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედიის“ ხუთტომეული

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შევიძინოთ „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედიის“ ხუთტომეული

25 ივლისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედიის“ მე-2 ტომს შეიძენთ სააქციო ფასად.

წიგნების ეს სერია ლოგიკური გაგრძელებაა პროექტის ავტორის, ექიმ თამარ მამაცაშვილის მიერ მანამდე გამოცემული, მკითხველისთვის კარგად ნაცნობი წიგნებისა: „კარაბადინი” და „2000 მცენარეული რეცეპტი”, რომლებიც ფიტოთერაპიის მოყვარულთა შორის დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ალბათ გაინტერესებთ, რა განსხვავებაა ახალ პროექტსა და მანამდე არსებულ გამოცემებს შორის. გთავაზობთ 5 მიზეზს - რატომ უნდა შეიძინოთ „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედიის“ ხუთტომეული:

წიგნების ახალი სერია ყველაზე სრულყოფილი და მრავალფეროვანია მანამდე არსებულ მსგავს გამოცემებთან შედარებით - მასში 1200 მცენარის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გაეცნობით. ასეთი მასშტაბის ინფორმაცია ფიტოთერაპიის მოყვარულთათვის ქართულ ენაზე აქამდე ხელმისაწვდომი არ ყოფილა.

მცენარეთა შესახებ ინფორმაცია ანბანური თანმიმდევრობითაა დალაგებული, რაც საკმაოდ კომფორტულია მკითხველისათვის.

თითოეული მცენარე განხილულია არა მხოლოდ ხალხური მედიცინის ჭრილში, არამედ მოყვანილია მეცნიერულ მედიცინაში ამ მცენარის შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია (ქიმიური შემადგენლობა, ფარმაკოლოგიური თავისებურებები), რაც განამტკიცებს ხალხური გამოცდილებით მიღებულ ცოდნას ფიტორეცეპტების სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების შესახებ.

ყოველი მცენარის შესახებ ინფორმაციას ახლავს ფერადი ილუსტრაცია, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, ამოიცნოს იგი და პრაქტიკულად გამოიყენოს დანიშნულებისამებრ.

გამომცემლობამ მაქსიმალურად იზრუნა, რომ წიგნები ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასათვის - ფერადად ილუსტრირებული, სქელყდიანი წიგნების ფასი მხოლოდ 16 ლარია. გაზეთთან ერთად კი თითოეული ტომის შეძნას 18 ლარად შეძლებთ.

თუ იცით ბუნების ფასი და სამკურნალო მცენარეთა მნიშვნელობა, ეს გამოცემა სწორედ თქვენთვისაა! გირჩევთ, არ გამოგრჩეთ. 25 ივლისიდან მეორე ტომის შეძენას შეძლებთ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად.