ავტორი:

სოფელ კოდასთან, ერთსა და იმავე მონაკვეთში, ორი ავტოავარია მოხდა - ავარიას ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

სოფელ კოდასთან, ერთსა და იმავე მონაკვეთში, ორი ავტოავარია მოხდა - ავარიას ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდასთან, ერთსა და იმავე მონაკვეთში, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დღის პირველ ნახევარში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, არის მსხვერპლი და რამდენიმე დაშავებული.

  • როგორც წყარო გვიყვება, დღის პირველ ნახევარში მომხდარ ავარიას ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ემსხვერპლა.

მას თან ახლდა თანაშემწე, რომელიც გადარჩა, მაგრამ მძიმედ დაშავდა. მეორე ავტოსაგზაო შემთხვევა საღამოს, დაახლოებით, 19:00 საათზე მოხდა და მას ორივე მხრიდან რამდენიმე დაშავებული ჰყავს.

Ambebi.ge შსს-ს დაუკავშირდა, სადაც ორივე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს. როგორც უწყებაში გვითხრეს, ორივე ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ კოდასთან ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა, მეორე კი - საღამოს. მათივე ცნობით, ადგილზე არავინ გარდაცვლილა (შენიშვნა: პირველი შემთხვევისას ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა), მეორე შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ ორივე მხარეს არიან დაშავებულები.

ფოტოები - ნინო ბურჭულაძე