ავტორი:

"მირჩევნია, ეს ჩემს პირად პრობლემად დავტოვო და საზოგადოებას თავს არ მოვახვიო"- რას აცხადებს ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან შექმნილ პრობლემაზე

"მირჩევნია, ეს ჩემს პირად პრობლემად დავტოვო და საზოგადოებას თავს არ მოვახვიო"- რას აცხადებს ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან შექმნილ პრობლემაზე

ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში შვეიცარიულ ბანკთან შექმნილ პრობლემასაც შეეხო. როგორც ის წერს, აღნიშნული საკითხი საზოგადოებამ მის პირად პრობლემად უნდა განიხილოს. მისი თქით, ამ პრობლემას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი აქვს.

"რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას - კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს." - აცხადებს ივანიშვილი.

ასევე იხილეთ: