ავტორი:

ალდაგში სახლის დაზღვევას საჩუქრად მაგთის ინტერნეტი და ტელევიზია მოყვება

ალდაგში სახლის დაზღვევას საჩუქრად მაგთის ინტერნეტი და ტელევიზია მოყვება

ალდაგში, სახლის დაზღვევის პოლისით სარგებლობისას, მომხმარებლებს მაგთის ინტერნეტი და ტელევიზია საჩუქრად გადაეცემათ.

ალდაგისა და მაგთის ერთობლივი აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც სახლის სრულ დაზღვევას შეიძენენ, მაგთის ოპტიკური ინტერნეტისა და IPTV-ის ერთჯერად ვაუჩერს საჩუქრად მიიღებენ, შეთავაზება 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

„ალდაგის სახლის დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ მას ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას მიიღებს. ეს ჩვენს პროდუქტს საკმაოდ კონკურენტულს ხდის ბაზარზე,“- აცხადებენ ალდაგში.

ალდაგის სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი 360 გრადუსით დაიცვას. ალდაგის სახლის დაზღვევის შეძენა დაზღვევის მენეჯერის დახმარებით არის შესაძლებელი. მაგთის ტელევიზიისა და ინტერნეტის გარდა, სახლის დაზღვევის შემთხვევაში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ ალდაგის პარტნიორი კომპანიებისგან ფასდაკლებები ინტერიერის ნივთებსა და აქსესუარებზე. მეტი ინფოსთვის athome.aldagi.ge.

R